ჩვენს შესახებ
სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების პირველი საწარმო სამხრეთ კავკასიაში

ATC სპეციალიზებულია თანამედროვე კომპოზიტური ნაწილებისა და კონსტრუქციული ანაწყობების წარმოებაში. პროცესი სრულად შეესაბამება ავიაციის სტანდარტებს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია საავიაციო სფეროში. ხარისხისა და სიზუსტის მაღალი დონე ATC-ს სანდო პარტნიორად აქცევს გლობალური თვითმფრინავმშენებლობის ინდუსტრიაში.
ჩვენი ისტორია დაიწყო მნიშვნელოვანი მომენტით: ATC-ში წარმოებული პირველი დეტალები Boeing-ის - მსოფლიო თვითმფრინავთმშენებლობის უდიდესი კომპანიის მიერ იქნა შეძენილი. აღნიშნული წარმატება ხაზს უსვამს ჩვენს შესაძლებლობასა და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, უწყვეტად თანხვედრაში ვიყოთ ინდუსტრიის ლიდერების მკაცრ მოთხოვნებთან.
მომავალში ATC გეგმავს პარტნიორთა ქსელის გაფართოებასა და თანამშრომლობას მსოფლიოს სხვა გამორჩეულ ავია-მწარმოებლებთან.
ჩვენი კომპანიის მონაპოვარია მაღალპროფესიონალთა გუნდი, რომელიც 200-მდე თანამშრომელს ითვლის. მათ გაიარეს მკაცრად სტანდარტიზებული ტრენინგი ATC-ისა და Elbit Systems Cyclone-ის სფეროს ექსპერტებთან, რაც აუცილებელი წინაპირობაა სპეციალიზებული და რეგლამენტირებული ცოდნის თვალსაზრისით კომპოზიტურ წარმოებაში.
სრულყოფისკენ სწრაფვა ნათლად აისახება ჩვენ მიერ მოპოვებული სერტიფიკატების მრავალფეროვნებაში, რაც დაარსებიდან ადასტურებს ATC-ის მაღალი ხარისხის სტანდარტებთან თანხვედრას. მათ შორისაა ISO45001 (შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა), ISO14001 (გარემოს დაცვის მენეჯმენტი), ISO/AS9100 (აერონავტიკის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა), NADCAP NDI ( არამრღვევი ინსპექტირება), NADCAP Composite და Boeing-ის კვალიფიკაციები (D1-4426 და BSS7119). აღნიშნული სერტიფიცირება აჩვენებს ჩვენს მტკიცე მისწრაფებას, შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტში.
2015
დაარსდა Elbit Systems Cyclone-თან პარტნიორობით
2018
დაიწყო კომპოზიტური ნაწილების სერიული წარმოება
2022
დაიწყო კონსტრუქციული ანაწყობების სერიული წარმოება
2024
მოიპოვა NADCAP ოქროს ორმაგი სერტიფიცირება
ბოინგ 787-ის დეტალები
ბოინგის დამტკიცებული მომწოდებელი
200
+
გამოცდილი პროფესიონალი
2015
დაარსების თარიღი
1-ელი
სამხრეთი კავკასიაში

ATC გამოცდილება
ATC აწარმოებს და ბოინგ 787 დრიმლაინერისათვის აწვდის კომპოზიტურ ნაწილებსა და კონსტრუქციულ ანაწყობებს წინაწარ დადგენილი დიზაინების მიხედვით
კომპოზიტური ნაწილები
ნახშირბადის ბოჭკოებით გაძლიერებული დეტალები
ავტოკლავში დაბალ ტემპერატურაზე შეცხობადი ეპოქსიდური ფისით შევსებული მინაბოჭკოს დეტალები
ნახშირბადის ბოჭკოს კომპოზიტური და ფიჭა-შემავსებლის სენდვიჩ პანელები
კონსტრუქციული ანაწყობები
კონსტრუქციული ანაწყობები საგულისხმო ინოვაციაა თვითმფრინავების თანამედროვე წარმოებაში, ძირითადად კომპოზიტური მასალების ფართო გამოყენების გამო, რაც უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიმტკიცესა და მასის თანაფარდობას, მეტალით წარმოების ტრადიციული მეთოდოლოგიისაგან განსხვავებით. ასეთი ცვლილება იძლევა უფრო მსუბუქი კონსტრუქციების, საწვავის ნაკლები მოხმარებისა და შემცირებული ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობას.
სუფთა ოთახი
სუფთა ოთახი კონტროლირებადი გარემოა, იქ მინიმუმამდეა დაყვანილი მტვერი, ნაწილაკები, ტენიანობა და სხვა. ATC-ის სუფთა ოთახი აღჭურვილია სერტიფიცირებული მოწყობილობებით Boeing-ის BSS7119-ის მიხედვით:
Ply Cutter - ფენების საჭრელი ავტომატიზირებული დანადგარი
თარგის ლაზერული პროექტორები – ტექნიკოსები ლაზერის პროექტორების დახმარებით ფენებს ზუსტად ათავსებენ
ცხელი მოფარდვის დანადგარი – ცხელი მოფარდვის დანადგარი გამოიყენება კომპოზიტური ფენების სხვადასხვა ფორმებზე ან ყალიბებზე ფორმირებისათვის
ავტოკლავი
კომპოზიტურ წარმოებაში ავტოკლავი, რომელიც ხასიათდება მაღალი წნევისა და მაღალი ტემპერატურული პარამეტრებით, გამოიყენება კომპოზიტური მასალებისაგან დეტალების საწარმოებლად/საცხობად ცხობის რეცეპტის გამოყენებით. ATC-ს საკუთრებაში არსებული თანამედროვე ავტოკლავები სერტიფიცირებულია Boeing-ის BSS7119-ის მიხედვით.
CNC დანადგარები
ATC-ის თანამედროვე 5 ღერძიანი მექანიკური დამუშავების CNC დანადგარები უზრუნველყოფენ როგორც სველი, ასევე მშრალი ჭრის შესაძლებლობას კომპოზიტური, ფიჭა-შემავსებლიანი ნაწილებისა და ფიჭა-შემავსებლის მასალებისთვის.
ქიმიური დამუშავების ხაზი
ქიმიური დამუშავების ხაზი გამოიყენება ალუმინის პანელების ფოსფორის მჟავას ანოდირებისთვის (PAA), Boeing-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ხაზი აღჭურვილია პროცესის ავზებით ტუტე წმენდისთვის, ჭედვისთვის, ანოდირებისა და გარეცხვისთვის. ანოდირებული პანელები შემდეგ გამოიყენება მექანიკური სატესტო ნიმუშების დასამზადებლად წებოვანი მასალებისთვის, რომლებიც გამოიყენება ATC-ის წარმოებაში.
აღჭურვილობა
ფენების საჭრელი ავტომატიზირებული დანადგარი
თარგის ლაზერული პროექტორები
ცხელი მოფარდვის დანადგარი
გილიოტინა
ულტრაბგერითი არამრღვევი ინსპექტირების დანადგარები
CMM-ის დანადგარები
კალიბრაციისა და მასალათა ტესტირების ლაბორატორიები
შესაძლებლობები
სამღებრო
ხარისხის მენეჯმენტის სიტემა
მასალებისა და პროცესების ინჟინერია
ყალიბებისა და სამარჯვების კონსტრუირება
CNC & CMM პროგრამირება
CAD & CAE სისტემები
ჩვენს შესახებ
ATC აწარმოებს და ბოინგ 787 დრიმლაინერისათვის აწვდის კომპოზიტურ ნაწილებსა და კონსტრუქციულ ანაწყობებს წინაწარ დადგენილი დიზაინების მიხედვით
სერტიფიცირება
ATC აკრედიტებულია ინდუსტრიის წამყვანი მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ხარისხის, უსაფრთხოებისა და შესრულების უმაღლეს სტანდარტს







