კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აქ მოცემული ინფორმაცია არის სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)’’-ის საკუთრება და არ შეიძლება დაკოპირდეს, გამრავლდეს, გამოქვეყნდეს, გამოყენებულ იქნას ან გამჟღავნდეს მესამე მხარისათვის, მთლიანად ან ნაწილობრივ, სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)’’-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

თქვენ არ უნდა შეხვიდეთ და ისარგებლოთ სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)’’-ის ვებგვერდით ან გამოიყენოთ ჩვენი სერვისები, სანამ ყურადღებით არ წაიკითხავთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენს შესახებ

ეს ვებგვერდი www.atccomposite.com ფუნქციონირებს სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)’’-ის მიერ/სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)’’-ისთვის (,,ATC'', ,,ჩვენი'', ,,ჩვენ'', ან ,,ჩვენთვის''). ATC დაფუძნებულია საქართველოში, მისი რეგისტრირებული ოფისით თბილისში, საქართველო.

ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ვებგვერდის ნებისმიერ ვიზიტორზე ან მომხმარებელზე (შემდგომში მოხსენიებული როგორც ,,თქვენ'' ან ,,თქვენი''). ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის ან მოთხოვნისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ნომერზე +995 599014161 ან გამოგზავნოთ ელ.ფოსტა info@atccomposite.com-ზე

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რათა ზუსტაც იცოდეთ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთან გაზიარებით და ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობები.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გაყოფილია შემდეგ სექციებად:

  1. რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენს შესახებ?

  2. ვისთან ვაზიარებთ თქვენს პერსონალური მონაცემებს?

  3. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

  4. როგორ უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას?

  5. რა არჩევანი და უფლებები გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ?

  6. ვრცელდება თუ არა ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მესამე მხარის ბმულებზე?

  7. გამოხმობის/წაშლის მოთხოვნა

  8. არასრულწლოვნების კონფიდენციალურობა

  9. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები?

  10. როგორ ვიყენებთ cookie-ს?

  11. გამოყენებადი კანონმდებლობა და იურისდიქცია

  12. ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვები

1. რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენ შესახებ და რა მიზნებით?

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლები შემოიფარგლება იმ ინფორმაციით, რომელსაც ATC აგროვებს მისი ვებგვერდის გამოყენების მეშვეობით. ზოგიერთი მონაცემები შეიძლება ავტომატურად შეგროვდეს, ზოგიც კი შეგროვდება როცა თქვენ ურთიერთქმედებთ ჩვენს ვებსაიტთან. ავტომატურად შეგროვებული ინფორმაციის ტიპი არის არაპერსონალური მონაცემები, რომელიც მოიცავს თქვენი სესიის ხანგრძლივობას, კონტენტს რომლითაც ისარგებლეთ ვებგვერდზე, თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენების სიხშირეს და ფარგლებს, და ინფორმაციას თქვენი კომპიუტერისა და ინტერნეტ კავშირის შესახებ, მათ შორის ოპერაციული სისტემა რომელსაც იყენებთ და ბრაუზერის ტიპი.

მონაცემები, რომლიდანაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება ასევე შეიძლება შეგროვდეს, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენი სახელი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, კომპანია, და კომპიუტერის მდებარეობა რომლის მეშვეობითაც გამოიყენეთ ვებგვერდი (შემდგომში: ,,პერსონალური მონაცემები''). პერსონალური მონაცემები შეგროვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ნებაყოფლობით იქნება მიღებული თქვენგან, მათ შორის, შეუზღუდავად, ვებგვერდის გამოყენებით, ვებგვერდის მეშვეობით ჩვენთან დაკავშირებით, სამუშაოზე განაცხადის შეტანით, ან ჩვენს მიმწოდებლად რეგისტრაციით (ერთად, ,,სერვისები'').

ჩვენ ვიყენებთ იმ პერსონალურ მონაცემებს რომელსაც თქვენგან ვაგროვებთ სხვადასხვა მიზნებისთვის, ხოლო ამ მონაცემების დამუშავებისთვის არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლები. ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის. ერთი ან რამდენიმე მიზანი შეიძლება ერთდროულად გამოიყენოს.

ა. მოთხოვნილი სერვისების მიწოდება

  1. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ კონკრეტული სერვისები რომლის მიღებაზეც დაგვიკავშირდით. ასეთი ინფორმაციის შეგროვება დამატებით საშუალებას მოგვცემს მოგაწოდოთ პროფესიონალური დახმარება იმ სერვისთან დაკავშირებით რომელსაც იყენებთ ან აპირებთ გამოიყენოთ.

  2. ჩვენ მოვაგროვებთ თქვენს სახელს, გვარს, კომპანიას, ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტის მისამართს, და თქვენი მოთხოვნის შინაარსს როცა დაგვიკავშირდებით თქვენი CV-ის გამოგზავნის მეშევობით შემდგომი დასაქმებისთვის.

ბ. სერვისების გაუმჯობესება და განვითარება

  1. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენი ვებგვერდის გასაუმჯობესებლად და განვითარებისთვის და ATC-ს ვებგვერდზე უკუკავშირის გასაგებად.

  2. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მუდმივი განხილვისა და გაუმჯობესებისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელია.

ჩვენ ვამუშავებთ ამ ინფორმაციას ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის შესაბამისად ვებგვერდისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის, რათა ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ საუკეთესო გამოცდილება.

გ. უსაფრთხო და დაცული გარემოს შენარჩუნება

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები თაღლითობის, მონაცმეების ბოროტად გამოყენებისა და უსაფრთხოების ინციდენტების აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად შემდეგი გზებით:

  1. თქვენი ვინაობის დადასტურება და ავთენტიფიკაცია და უნებართვო ან უკანონო საქმიანობის თავიდან აცილება.

  2. ჩვენი ვებგვერდის უსაფრთხოებისა და დაცულობის გაძლიერება.

  3. გამოძიებების ჩატარება და რისკების შეფასება.

  4. თავიდან ავიცილოთ ან მივიღოთ ყველა შესაბამისი ზომა იმ საქმიანობების წინააღმდეგ, რომლებიც არის ან შეიძლება იყოს ჩვენი მომსახურების წესების ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა.

ჩვენ ვამუშავებთ ამ მონაცემებს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის შესაბამისად ჩვენი ვებგვერდისა და სერვისების გაუმჯობესებაში და ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო გარემოში მუშაობის შესაძლებლობის უზრუნველყოფაში.

2. ვისთან ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ავენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ არასოდეს გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს რომელიმე მესამე მხარეს თქვენი ნებართვის მიღების გარეშე, გარდა აქ მოცემული ან სხვაგვარად ნებადართული ან კანონით მოთხოვნილი შემთხვევებისა.

ჩვენ ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ შემდეგ შეზღუდულ გარემოებებში:

ვებგვერდის უწყვეტის მუშაობის მიზნით, ჩვენ ვაზიარებთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენს სანდო სერვისის მიმწოდებლებთან, რათა მათ მოგვაწოდონ ტექნიკური, IT, ჰოსტინგის, ლოგისტიკური, ან ადმინისტრაციული სერვისები და დაამუშაონ მონაცემები ჩვენთვის ჩვენი ინსტრუქციების შესაბამისად, მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მიმღებს აქვს შესაბამისი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ღონისძიებები პერსონალური მონაცემების დასაცავად. ყველა მონაცემი ინახება და მუშავდება საქართველოში და არ გადაეცემა რომელიმე სხვა ქვეყანაში. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია ანალიტიკის სერვისის მიმწოდებლებთან ანალიტიკური საქმიანობისთვის. ასეთი ანალიტიკის სერვისის მიმწოდებლები აყენებენ საკუთარ cookie-ებს ან სხვა იდენტიფიკატორებს თქვენს კომპიუტერზე, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ ინფორმაციის შეგროვება ჩვენი ვებგვერდის გამოყენების შესახებ. ეს გვეხმარება დავაგროვოთ აგრეგირებული სტატისტიკა ჩვენი ვებგვერდისა და სერვისების ეფექტურობის შესახებ.

კანონით მოთხოვნილი ან ნებადართულ ფარგლებში, თუ ეს აუცილებელია კანონის დაცვისთვის ან თუ გვჭირდება ამის გაკეთება ჩვენი ან სხვების იურიდიული უფლებების დასაცავად (მათ შორის ჩვენი მომხმარებლების თაღლითური ან უკანონო გამოყენებისგან დაცვისა და გამოძიების ჩათვლით), ჩვენ გავაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს საგამოძიებო ორგანოსთან, ხელისუფლებასთან, რეგულატორებთან, ან სამართალდამცავ ორგანოებთან.

ყველა მესამე მხარე რომელიც ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სახელით, დაიცავს ვალდებულებებს, რომლებიც მსგავსია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მოცემულისა და დაიცავს ჩვენი მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. ყველა მონაცემთა დამუშავება და შენახვა მოხდება საქართველოში.

3. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ზოგადად, ATC არ ინახავს ინფორმაციას აუცილებელზე მეტ ხანს და მისი გონივრული ბიზნეს და კანონიერი საჭიროებებისთვის. თუ თქვენ მოითხოვთ თქვენს თანხმობას ჩვენთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ჩვენ წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სისტემებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პერსონალური მონაცემები საჭიროა ATC-ს იურიდიული უფლებების დასაცავად.

4. როგორ უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას?

თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გამოვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების დასაცავად შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, დაკარგვის, შეცვლის, უნებართვო გამჟღავნების, ან წვდომისგან, და ვტესტავთ და ვანახლებთ მათ პერიოდულად. ყველა ინფორმაცია რომელიც გროვდება ვებგვერდის მეშვეობით მუშავდება უსაფრთხო მონაცემთა სერვერებზე, რომლებიც მდებარეობს საქართველოში.

ჩვენ ვცდილობთ შევზღუდოთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე,მხოლოდ ,,საჭიროების შესაბამისად’’  პრინციპით, თუმცა რადგან არც ერთი ასეთი ზემოთ მითითებული ქმედება/ზომა შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი , შესაბამისად  უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ყველა ღონისძიებას ზიანის მინიმუმამდე შესამცირებლად. 

5. რა არჩევანი და უფლებები გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ?

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ წვდომა ან შეცვალოთ/წაშალოთ თქვენი მონაცემები. ამ უფლების გამოსაყენებლად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ნომერზე +995 599014161 ან დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე info@atccomposite.com-ზე.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ კონკრეტული უფლებები თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ, მათ შორის:

  1. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება იმ შემთხვევაში, როცა ინფორმაცია რომელიც ჩვენ გვაქვს თქვენ შესახებ არასწორია ან არასრულია.

  2. უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

  3. უარი თქვათ ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, როცა იურიდიული საფუძველი ამ დამუშავებისთვის აღარ არის ის, რომ ასეთი დამუშავება აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვისთვის.

  4. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა გარკვეულ გარემოებებში, მაგალითად, როცა დამუშავება აღარ არის აუცილებელი იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც ის თავდაპირველად იქნება მოწოდებული თქვენს მიერ  და არ არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი ჩვენთვის მისი დამუშავებისა ან შენახვის გასაგრძელებლად.

  5. მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, ან გვთხოვოთ გადავცეთ  (რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ ავტომატიზებული საშუალებებით) სხვა ორგანიზაციას (თქვენი მითითებით).

ჩვენს ვებგვერდზე შეგროვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ATC არის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი. შესაბამისად, თუ გსურთ ზემოაღნიშნული უფლებების გამოყენება ან თუ თქვენ გაქვთ პრეტენზია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დაგეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში. დახმარებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს პირადი მონაცემების ოფიცერს +995 599014161 ნომერზე ან ელ. ფოსტით: info@atccomposite.com

ჩვენ განვიხილავთ ყველა ასეთ მოთხოვნას და გაგცემთ პასუხს გონივრულ ვადაში (და ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადაში). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ უფლებების რეალიზებისთვის არსებობს გარკვეული გამონაკლისებიც. ჩვენ ასევე დაგვჭირდება თქვენი ვინაობის დადასტურება გარკვეული მოთხოვნების შესრულებამდე.


მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში. 


6. ვრცელდება თუ არა ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მესამე მხარის ბმულებზე?

თქვენ შეიძლება, ვებგვერდის გამოყენების დროს, წვდომა გქონდეთ ბმულებზე ან სხვა ვებგვერდებზე, რომლებსაც მართავენ მესამე მხარეები ATC-ის გარეთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომელსაც ჩვენ (ან მესამე მხარეები ჩვენი სახელით) ვაგროვებთ თქვენგან ან თქვენს შესახებ, და ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები მესამე მხარეების მიერ შეგროვებულ და შენახულ პერსონალურ მონაცემებზე. მესამე მხარის ვებგვერდებს აქვთ საკუთარი წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, შესაბამისად თქვენ უნდა გაეცნოთ მათ ყურადღებით, სანამ ამ ვებგვერდებს პირად ინფორმაციას მიაწვდით. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ასეთი მესამე მხარის ვებგვერდების შიგთავსზე ან მესამე მხარის წესებსა და პირობებზე ან პოლიტიკაზე.

7. გამოხმობის/წაშლის მოთხოვნა

თქვენ ყოველთვის აკონტროლებთ თქვენს მონაცემებს, შესაბამისად ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვიანებით შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება პერსონალურ მონაცემების გაზიარებესთან დაკავშირებით. ასეთ დროს, თუ გსურთ ჩვენ შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს +995 599014161 ნომერზე ან ელ. ფოსტით info@atccomposite.com. 

8. არასრულწლოვანების კონფიდენციალური ინფორმაცია 

ვებგვერდის ის ნაწილი რომლითაც შესაძლებელაი შეგროვდეს პერსონალური მონაცემები, არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ შეგნებულად ან განზრახ არ ვაგროვებთ ინფორმაციას 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

თუ თქვენ 16 წლამდე ასაკის ხართ და გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება, გთხოვთ გაითვალისიწნოთ, რომ თქვენი მონაცემების დამუშავებისთვის ჩვენ გვჭირდება თქვენი მშობლის მშობლის თანხმობა.

9. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებებს?

ჩვენ დროდადრო შევცვლით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მომავალში შევიტანთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, განთავსდება ამ გვერდზე ასევე შეიძლება შეგატყობინოთ ელ. ფოსტით თუ თქვენ გაქვთ სურვილი და ამისთვის მოგვაწვდით თქვენს ელ. ფოსტის მისამართს. გთხოვთ ვებ გვერდზე შემოსვლისას ხშირად გადახედოთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა გაეცნოთ უახლოეს ვერსიას.

10. როგორ ვიყენებთ ,,მზა-ჩანაწერებს’’ (Cookie)?

,,მზა-ჩანაწერების’’(Cookie) შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილეთ ჩვენი ,,მზა-ჩანაწერების’’(Cookie) პოლიტიკა.

11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და იურისდიქცია

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა დაწერილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ჩვენს ვებ გვერდზე შემოსვლით თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივრის ან მოქმედების განხორციელების ექსკლუზიური იურისდიქცია არის  საქართველოს, კერძოდ კომპეტენტური სასამართლოები, სხვა ნებისმიერი იურისდიქციის გამორიცხვით.

12. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ კითხვების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ კითხვა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ან ზემოთ აღწერილი პრაქტიკის შესახებ, ნებისმიერ დროს შეგიძლაით დაუკავშირდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს +995 599014161 ნომერზე ან ელ. ფოსტით: info@atccomposite.com

ეს გვერდი განახლდა 2025 წლის ივლისში.