ATC-იმ და IBSU-მ მოაწერეს ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს
ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ATC-იმ და IBSU-მ (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) ოფიციალურად გააფორმეს პარტნიორობა თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, IBSU-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს ჩვენი საწარმო, გაეცნენ კომპოზიტური ნაწილების წარმოებისა და სხვა სპეციალურ პროცესებს.
პარტნიორობა IBSU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების სახით სთავაზობს ღირებულ საერთაშორისო გამოცდილებას.
სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
გაეცნონ წარმოებაში გამოყენებულ ტექნოლოგიურ აღჭურვილობას
გაიგონ ძირითადი ინჟინრული და საწარმოო პროცესების შესახებ
მიიღონ ცოდნა ხარისხის მართვის სისტემებზე
ჩაერთონ დაგეგმვისა და ოპერაციული ოპტიმიზაციის პროცესებში
ეს ინიციატივა აძლიერებს აკადემიურ და სამრეწველო სფეროებს შორის კავშირს, ხელს უწყობს სტუდენტების კარიერულ განვითარებას, ინოვაციისა და ცოდნის გაცვლის პროცესის პარალელურად.
სხვა სტატიები
ATC აწარმოებს და ბოინგ 787 დრიმლაინერისათვის აწვდის კომპოზიტურ ნაწილებსა და კონსტრუქციულ ანაწყობებს წინაწარ დადგენილი დიზაინების მიხედვით
დაგვიკავშირდით
გაქვთ კითხვები ჩვენი წარმოების შესაძლებლობების მიმართულებით ან გინდათ განვიხილოთ პროექტები? ჩვენი გუნდი მზადაა მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია



